თითქმის ორი საუკუნე ახალგაზრდობის
აღზრდის ს ა ქ მ ე შ ი
ვაჟა-ფშაველას სახელობის დუშეთის N1 საჯარო სკოლა
1834 წელს დუშეთში გაიხსნა პირველი სახალხო სკოლა.
1849 წელს დუშეთის სამაზრო სასწავლებელი გადაკეთდა სამრევლო სასწავლებლად,
1854 წლიდან პირველ დაწყებით სახაზინო სკოლად. 1858 წელს დუშეთის სახაზინო სკოლაში სწავლობდა 41 მოსწავლე:1 თავადი, 2 აზნაური, 2 სამხედრო პირის შვილი, 1 სასულიერო პირი და 35 მოქალაქე.
1869 წელს დუშეთის სახაზინო სკოლა გადაკეთდა დუშეთ-თიანეთის დაწყებით ორ კლასიან სკოლად. ამავე წლის 1 ივლისიდან დუშეთ-თიანეთის დაწყებით სკოლასთან გაიხსნა პანსიონი 15 მოსწავლისათვის, რომელიც გათვალისწინებული იყო მთიულების, ფშავლების, ხევსურების, თუშებისა და სხვა მთიელებისათვის. 1871 წელს დუშეთის ორკლასიან სასწავლებელში სწავლობდა 70 მოსწავლე.
1935 წელს რაიონის ხელმძღვანელობისა და საქართველოს მწერალთა კავშირის შეთანხმებით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების 20 წლისთავთან დაკავშირებით, დუშეთის საშუალო სკოლას მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახელი.
1939 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სკოლის დღევანდელი შენობა.
1968 წელს აღინიშნა სკოლის დაარსებიდან 135 წლისთავი.
1999 წელს აღინიშნა სკოლის დაარსებიდან 165 წლისთავი.
2014 წელს აღინიშნა სკოლის დაარსებიდან 180 წლისთავი.

Комментариев нет:
Отправить комментарий