ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში



ვაჟა-ფშაველას სახელობის დუშეთის N1 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნანა ბოძაშვილი    
2019 -2020 სასწავლო წელი
I სემესტრი

სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენებასასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა/გამოყენება
და
რეფლექსია

  თემა: ინფორმაციის მოძიება და მისი სანდოობის ხარისხის განსაზღვრა
           იხ: ბმული: https://bodzashvili-nana.blogspot.com/p/blog-page.html
                                                შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
შეძლებს ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შერჩევის მისი სანდოობის დადგენის და ორგანიზების დროს.

    მოსწავლე  დაეუფლება კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება, შერჩევა, მისი სანდოობის დადგენა, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება)
    მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და გამოიყენებს მოწყობილობას  და ადგილს.
მისაღწევი შედეგები ესგ-ის მიხედვით
ციფრული წიგნიერებაინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავება მოსწავლეებში.
სემიოტიკური კომპეტენციავერბალური და არავერბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარის განვითარება; ინფორმაციის დახარისხების, შერჩევის და ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის განვითარება.

#1 აქტივობაგაკვეთილის მიზნების გაცნობა
შედეგიგაიაზრებენ საგაკვეთილო თემას და ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესში

#2 აქტივობა (კითხვა -პასუხი)
სავარაუდო კითხვები:
ü  რა არის კომპიუტერის დანიშნულება?
ü  ახსენით თქვენი სიტყვებით „ინფორმაციის არსი“.
ü  ჩამოთვალეთ ინფორმაციის გავრცელების წყაროები ძველად და ახლანდელ დროში.
ü  თქვენი აზრით რას ნიშნავს სანდო ინფორმაცია?
შედეგიგაიხსენებენ და გაიაზრებენ ნასწავლს.
აქტივობა #3 (არეული თანმიმდევრობა)
მასწავლებელიამოიცანით ინფორმაციის გადაცემის საშუალებები და  დაადგინეთ რა დროს და რა მანძილზე შეიძლებოდა გამოეყენებინათ ეს ხერხი?
ა) სიტყვიერი კომუნიკაცია
ბ) ინფორმაციის გადაცემა ცეცხლის, საყვირისა და ხმაურის გამომწვევი ნივთების საშუალებით?
) ინფორმაციის გადაცემა ტელეგრაფის, საფოსტო გზავნილის სახით
) ინფორმაციის გადაცემა რადიო-ტელევიზიის სახით
) ინფორმაციის გადაცემა ტელეფონის საშუალებით
) ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტის საშუალებით
ვ) ინფორმაციის გავრცელება ბეჭდვური მედიის საშუალებით

შედეგი - გაიაზრებენ ნასწავლს, განიმტკიცებენ ცოდნას.
აქტივობა #4დისკუსია
მასწავლებელი - კრიტიკული კითხვების დასმით მოახდენს მოსწავლეების დისკუსიაში ჩართვას და აღნიშნული თემისადმი ინტერესის გაღვივებას.  
შედეგი -  მოსწავლეები იმსჯელებენ, გაიაზრებენ და განიხილავენ ინფორმაციის მნიშვნელობაზე, ინფორმაციის მოძიების გზებზე ასევე იმსჯელებენ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება და მისი საანდოობის ხარისხის დადგენა.
აქტივობა #5 –  მასწავლებელიპრეზენტაციის ჩვენება
შედეგი - გაიაზრებენ ინფორმაციის არს, მისი გადაცემისა და გავრცელების მნიშვნელობას ისაუბრებენ ინფორმაციის სანდოობის დადგენის ხერხებზე.

დავალება
მასწავლებელიმოიძიეთ ინფორმაციის გავრცელების და მისი სანდოობის დადგენის შესახებ ინფორმაცია.  აღმოაჩინე მსგავსება და განსხვავება , შეადგინე ვენის დიაგრამა.
შედეგიგამოიყენებენ ისტ- მოიძიებენ აღნიშნულ თემაზე ინფორმაციებს,  დააკვირდებიან, აღწერენ, შეადარებენ, განსაზღვრავენ მოძიებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხს, გააკეთებენ ანალიზს.
რეფლექსია
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება დამეხმარა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების დაძლევაში:
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
Ø  ციფრული ინფორმაციის გამოყენებისას ესმის პლაგიატის მნიშვნელობა;
Ø  ქსელურ გარემოში ავლენს პოზიტიურ სოციალურ უნარ-ჩვევებს;
Ø  მსჯელობს ისტ-ის გამოყენების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.

ის.ტექნ.დაწყ.3.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
ის.ტექნ.დაწყ.5 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
Ø  იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი კომპონენტია, ამიტომაც ეთმობა მას ცალკე თავი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სადაც ვკითხულობთ: სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის (ესგ, შესავალი, თავი II, მუხლი 8., 2011-2016), რაც, შესაბამისად, ასახულია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშიც . ვფიქრობ, კარგი საინტერესო რესურსი დადებით ემოციურ განწყობას უქმნის მოსწავლეს, ზრდის მთი ინფორმირებულობის დონეს, განაწყობს პოზიტიურად და სწავლის მოტივაციას ამაღლებს.
   რესურსის გამოყენებით სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს.
მისი მეშვეობით ადვილია მასალის ახსნა, სახელმძღვანელოს ნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესიც მოსწავლეთა მხრივ, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ რესურსების ჩართვა ძალზე შედეგიანი აღმოჩნდა. მისი გამოყენებით ადვილია შედეგზე გასვლა.
ჩემი გადაწყვეტილება ამ მასალის შექმნისას სწორედ, ამ მიზანს ემსახურებოდა.

      ადამიანები კომუნიკაციისათვის ყოველთვის იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა ზეპირი გადაცემა, წერილობითი სახის ინფორმაციის მიმოცვლა, ფოსტა, სატელეფონი კავშირი, ტელეგრაფი და .. ინტერნეტის შექმნამ საგრძნობლად გაამარტივა კომუნიკაცია. ამ თაობამ მშვენივრად იცის ინტერნეტის სიკეთეების შესახებ, თუმცა ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულები კიბერ საფრთხეების შესახებ.  რაც მეტია ამ ტექნოლოგიების გამოყენების სიღრმე, მით მეტია კიბერ საფრთხეების წინასწარ გათვალისწინების აუცილებლობა. სახელმძღვანელოში ამ თემაზე ვრცელი ინფორმაცია არ არის. სწორედ, ამ თემის გასააზრებლად და შედეგის უკეთ მისაღწევად გადავწყვიტე ინფორმაციის  გავრცელების საშუალებებზე უფრო მეტი საინტერესო მასალა შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის. http://www.ict.tpdc.ge/video/121?ch=984
       მოსწავლეებს მივაწვდი ინფორმაციას, რომ ინტერნეტი მოიცავს როგორც ღირებულ, მაღალი ხარისხის ინფორმაციულ წყაროებს, ასევე, ბევრ არასანდო, მიკერძოებულ და სიმართლესთან შეუსაბამო მასალას. მოსწავლეები ნაკლებად არიან ინფორმირებულები ინფორმაციის სანდოობის შემოწმების საკითხებში. მოსწავლეებს მივაწვდი ინფორმაციას, რომ, სანდოობის დადგენაში მათ დაეხმარება: ვებ-საიტზე პასუხისმგებელი პირისა და ავტორის შემოწმება, ინფორმაციის შინაარსის შემოწმება, ინფორმაციის ობიექტურობის შემოწმება და ინფორმაციის დიზაინისა და ნავიგაციის შემოწმება. და ბოლოს, მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ინტერნეტში სანდო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასურველია, უმეტესად მიმართონ საგანმანათლებლო და სამთავრობო ინსტიტუციებს, ბიბლიოთეკებს, სამეცნიერო ელექტრონული ბაზების, ფონდების და . ვებ-საიტებს.     http://mastsavlebeli.ge/?p=2343
 ინფორმაციის სანდოობა, ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრის მეთოდები და ინსტრუმენტები:  http://www.ict.tpdc.ge/video/104 
სასწავლო პროცესში ჩემს მიერ შექმნილი და გამოყენებული რესურსების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი საკითხების მიმართ. სასწავლო პროცესი გახდა მეტად სახალისო და საინტერესო.
      ვფიქრობ, ჩემმა მცდელობამ გაამართლა, რადგან  მოსწავლეები იმდენად დაინტერესდნენ რესურსებში წარმოდგენილი ინფორმაციით, რომ ამავე თემების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა და მოძიების სურვილი გაუჩნდათ. ამ რესურსების გამოყენებით სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ წარიმართა. ჩემს მიერ წარმოდგენილი რესურსების მეშვეობით გამიადვილდა მასალის ახსნა და მოსწავლეებამდე ინფორმაციის სრულად და ამომწურავად მიწოდება. სახელმძღვანელოში ამ საკითხებისადმი ნაკლული ან არ არსებული მხარეების შევსებაც შესაძლებელი გახდა. დიდია მოსწავლეების ინტერესი, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ რესურსების ჩართვა ძალზე შედეგიანი აღმოჩნდა. სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა როგორც მოსწალეებისთვის,
ისე მასწავლებლისთვის. საგაკვეთილო პროცესის დროს მაღალი იყო ოსწავლეების ინფორმირებულობის, მობილურობის, მოტივაციის, და ინტერესის დონე. ვფიქრობ ასეთი ტიპის გაკვეთილები უფრო მეტად იქნება მორგებული მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე რაც საგაკვეთილო პროცესს უფრო შედეგიანს და ნაყოფიერს გახდის.



Комментариев нет:

Отправить комментарий